კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ბოლო განახლება: 2026-09-28
ეს გვერდი აღწერს, რა მონაცემებს აგროვებს საიტი და აპლიკაცია, რისთვის ვიყენებთ მათ და როგორ შეგიძლია მათი წაშლა. მოკლედ: ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც თამაშის, სტატისტიკისა და ანგარიშის მუშაობას სჭირდება. რეკლამა არ გვაქვს, მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვებს სარეკლამოდ.
თამაში ანგარიშის გარეშე
პირველი სვლისას ვქმნით სტუმრის ანგარიშს — შემთხვევით იდენტიფიკატორს, რომელიც ინახება ბრაუზერის cookie-ში ან აპლიკაციის დაცულ მეხსიერებაში. მასზე ინახება შენი თამაშები: ცდები, ნაპოვნი სიტყვები, შედეგი და დრო. სახელს, ელფოსტას ან ტელეფონს სტუმრისგან არ ვითხოვთ.
ანგარიში
თუ ანგარიშს შექმნი, ვინახავთ: ელფოსტას და სახელს; პაროლს მხოლოდ დაშიფრული (hash) სახით; ტელეფონის ნომერს, თუ ტელეფონით შედიხარ; Google-ის ან Apple-ის ანგარიშის იდენტიფიკატორსა და ელფოსტას, თუ მათით შედიხარ. ლიგებისა და მეგობრებისთვის — საჯარო სახელსა და მომხმარებლის სახელს (@handle), რომლებსაც სხვა მოთამაშეები ხედავენ, ასევე ლიგებს, მეგობრობებს და დაბლოკილ მოთამაშეებს.
თამაშის მონაცემები
თითოეული დღის თამაში, შედეგი, სერიები, ბეჯები და კვირის ქულები. ლიგისა და მეგობრების დაფებზე შენს შედეგს ხედავენ იმავე ლიგის წევრები და შენი მეგობრები — პასუხის გამჟღავნების გარეშე.
წერილები
ფორმით „მოგვწერე“ გამოგზავნილ წერილს ვინახავთ იმ გვერდთან, საიდანაც გამოგზავნე, აპლიკაციის ვერსიასთან და — თუ მიუთითე — ელფოსტასთან, რომ გიპასუხოთ.
ტექნიკური მონაცემები
შესვლის სესიასთან ერთად ინახება IP მისამართი და ბრაუზერის ან მოწყობილობის აღწერა (user agent), რომ ანგარიში დავიცვათ. IP მისამართს ასევე ვიყენებთ მოთხოვნების რაოდენობის შესაზღუდად — ეს მხოლოდ სერვერის მეხსიერებაში ინახება მოკლე ხნით. შეცდომის შემთხვევაში Sentry-ს ეგზავნება შეცდომის აღწერა და მოწყობილობის ტექნიკური მონაცემები, cookie-ების, წერილების და პაროლების გარეშე.
Cookie და ლოკალური მეხსიერება
ვიყენებთ მხოლოდ აუცილებელ cookie-ს — შესვლის სესიისთვის. ბრაუზერის ლოკალურ მეხსიერებაში ინახება თემა (ნათელი/მუქი), ფერების პალიტრა და ის, უკვე ნახე თუ არა თამაშის წესები. სარეკლამო და თვალთვალის cookie-ებს არ ვიყენებთ.
რისთვის ვიყენებთ
თამაშების სამუშაოდ, შედეგისა და სერიის შესანახად ყველა მოწყობილობაზე, ლიგებისა და მეგობრების დაფებისთვის, ანგარიშის დასაცავად და ბოროტად გამოყენების შესაჩერებლად, წერილებზე საპასუხოდ და შეცდომების გამოსასწორებლად. ელფოსტას ვიყენებთ მხოლოდ დადასტურებისთვის, პაროლის აღდგენისთვის და შენს წერილზე პასუხისთვის — სიახლეების გამოწერის გარეშე.
ვის ვანდობთ მონაცემებს
მონაცემები ინახება ჩვენს სერვერსა და მონაცემთა ბაზაში ღრუბლოვან პლატფორმა Railway-ზე. წერილებს ვგზავნით Resend-ით, SMS კოდებს — SMS პროვაიდერით, შეცდომების ანგარიშებს ვიღებთ Sentry-ით; Google-ით ან Apple-ით შესვლისას მონაცემებს ისინი გვაწვდიან. თითოეული მათგანი მონაცემებს მხოლოდ ჩვენი დავალებით ამუშავებს. ეს სერვისები შეიძლება საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარეობდეს.
რამდენ ხანს ვინახავთ
ანგარიშის მონაცემებს — სანამ ანგარიშს არ წაშლი. სესია მოქმედებს 30 დღე. სტუმრის ანგარიშს, რომლითაც აღარ თამაშობ, შეიძლება წავშალოთ. წერილებს ვინახავთ იმდენ ხანს, რამდენიც პასუხისა და პრობლემის მოსაგვარებლად გვჭირდება.
ანგარიშის წაშლა
ანგარიშის წაშლა შეგიძლია ნებისმიერ დროს: საიტზე ან აპლიკაციაში გახსენი „ანგარიში“ და დააჭირე „ანგარიშის წაშლა“. წაიშლება ანგარიში, თამაშები, სტატისტიკა, სერიები, ბეჯები, მეგობრობები და ლიგების წევრობა; ლიგა, რომლის მფლობელიც იყავი, შემდეგ წევრს გადაეცემა. გამოგზავნილი წერილები რჩება ანგარიშთან კავშირის გარეშე. თუ ანგარიშში ვეღარ შედიხარ, მოგვწერე და წავშლით.
შენი უფლებები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით შეგიძლია მოითხოვო შენი მონაცემების ნახვა, გასწორება ან წაშლა და დამუშავების შეზღუდვა. სახელი და @handle ანგარიშში თავად შეგიძლია შეცვალო. საჩივრის შემთხვევაში შეგიძლია მიმართო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს.
ბავშვები
თამაში ანგარიშის გარეშე პერსონალურ მონაცემებს არ ითხოვს. თუ 16 წლამდე ხარ, ანგარიშის შექმნამდე მშობელს ჰკითხე.
ცვლილებები
პოლიტიკის შეცვლისას განვაახლებთ თარიღს ამ გვერდზე, ხოლო მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ საიტზე ან აპლიკაციაში გაცნობებთ.
კონტაქტი
კითხვებისა და მოთხოვნებისთვის გამოიყენე ფორმა „მოგვწერე“ საიტზე ან აპლიკაციაში.